ავერსის კლინიკა
წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულება კავკასიის რეგიონში
ჩვენ შესახებ
„ავერსის კლინიკა“ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც 2007 წლიდან ემსახურება პაციენტებს. დაწესებულება აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით და საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 16 კლინიკურ და 29 ლაბორატორიულ ფილიალს. 2013 წელს გერმანული ორგანიზაციის TÜV SÜD-ის მიერ კლინიკას მიენიჭა საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001, ხოლო მისი ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ISO 15189 სტანდარტით. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიური სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის ულტრათანამედროვე რადიოქირურგიას (Gamma Knife), ზუსტ დიაგნოსტიკას, ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას.