დირექტორია
ᲑᲠ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი ბავშვთა და მოზრდილთათვის

ჩვენ შესახებ

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ წარმოადგენს აჭარის რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა მომსახურებაზე. დაწესებულება გათვლილია 190 საწოლზე და აერთიანებს სტაციონარულ, ამბულატორიულ და გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) დეპარტამენტებს. საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მაღალტექნოლოგიური საოპერაციო ბლოკებითა და კომფორტული პალატებით. კლინიკაში ფუნქციონირებს მრავალი სამედიცინო მიმართულება, მათ შორის: ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, პედიატრია, გინეკოლოგია, კარდიოლოგია და ტრავმატოლოგია. საავადმყოფოს მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს პაციენტთა დიაგნოსტირებასა და მკურნალობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მუდმივ მზადყოფნაში.