ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
აივ ინფექცია/შიდსისა და ინფექციური დაავადებების მართვის წამყვანი ცენტრი საქართველოში
ჩვენ შესახებ
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საქართველოში ინფექციური დაავადებების მართვის სათაო დაწესებულებაა. კლინიკა უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა და სხვა რთული ინფექციური პათოლოგიების ეპიდზედამხედველობას, ზუსტ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობას. დაწესებულების ბაზაზე ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ვირუსოლოგიური, მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური და სეროლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაშიც აქტიურად არიან ჩართულნი. ცენტრი შიდსთან და C ჰეპატიტთან ბრძოლის გლობალური და სახელმწიფო პროგრამების მთავარი განმახორციელებელია ქვეყნის მასშტაბით. განახლებული საავადმყოფო პაციენტებს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სთავაზობს მაღალკვალიფიციურ, 24-საათიან გადაუდებელ და ამბულატორიულ-სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.