მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
საქართველოს წამყვანი ონკოლოგიური კლინიკა 1995 წლიდან
ჩვენ შესახებ
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, რომელიც 1995 წელს პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის მიერ დაარსდა, წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და წამყვან კერძო ონკოლოგიურ დაწესებულებას. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს სიმსივნის მკურნალობის სრულ ციკლს ერთ სივრცეში, რაც მოიცავს ქირურგიულ ონკოლოგიას, რობოტულ ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, უჯრედულ თერაპიასა და მაღალტექნოლოგიურ PET-CT დიაგნოსტიკას. კლინიკა განსაკუთრებით ცნობილია თავ-კისრის სიმსივნეების ქირურგიით, სადაც ქვეყნის მასშტაბით ამ პროფილის ოპერაციების 75-80% სრულდება, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს მამოლოგიური, გინეკოლოგიური, თორაკალური და აბდომინური მიმართულებებით. ულტრათანამედროვე აღჭურვილობითა და გამოცდილი სამედიცინო გუნდით დაკომპლექტებული ცენტრი წარმოდგენილია თბილისსა და რუსთავში და წლიურად 3000-ზე მეტ რთულ ონკოლოგიურ ოპერაციას ატარებს.