დირექტორია
ᲟᲞ

ჟვანიას პედიატრიული კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი პედიატრიული აკადემიური კლინიკა

ჩვენ შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკა წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებას. 95-საწოლიანი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ, სტაციონარულ, ლაბორატორიულ და სადიაგნოსტიკო სერვისებს. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. პრაქტიკულ ჯანდაცვასთან ერთად, კლინიკა ასრულებს უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ფუნქციას, წარმოადგენს რა თსსუ-ის სასწავლო ბაზას ქართველი და უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.