რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
სამეგრელოს რეგიონის წამყვანი მულტიპროფილური ჰოსპიტალი
ჩვენ შესახებ
შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო“ არის თანამედროვე სტანდარტების მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარეობს. კლინიკა სტრატეგიული დანიშნულებისაა და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევს როგორც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და პაციენტებს სთავაზობს ფართო სპექტრის სერვისებს, მათ შორის — ნეიროქირურგიას, ზოგად და ყბა-სახის ქირურგიას, ტრავმატოლოგიას, უროლოგიასა და კარდიოლოგიას. საავადმყოფო 140-მდე საწოლზეა გათვლილი და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებით. დაწესებულება უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს პაციენტთა მაღალტექნოლოგიურ მკურნალობასა და დიაგნოსტირებას.