დირექტორია
MT

Magda Tsirekidze

ექიმი-რადიოლოგი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციების (ESR, RSNA) წევრი

ჩვენ შესახებ

მაგდა ცირეკიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგი, რომელიც მოღვაწეობს „ავერსის კლინიკასა“ და კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“. მან სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც პროფესიული ტრენინგი რადიოლოგიაში თურქეთში გაიარა. მისი პრაქტიკული საქმიანობა 2008 წლიდან იწყება და ამ დროის განმავლობაში 20 000-მდე პაციენტი ჰყავს გამოკვლეული მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე. იგი არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის (ESR) და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის (RSNA) წევრი. გარდა კლინიკური საქმიანობისა, ექიმი ჩართულია კლინიკურ კვლევებში ონკოლოგიის მიმართულებით და არის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

Magda Tsirekidze — Medspace