DIRECTORY

About

გრიგოლ ნემსაძე არის მაღალკვალიფიციური ექიმი-რადიოლოგი, კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) ტომოგრაფიის წამყვანი სპეციალისტი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით. იგი ფლობს მედიცინის დოქტორის (MD, PhD) ხარისხს და არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (TSMU) ასოცირებული პროფესორი. ამჟამად იკავებს ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, ასევე პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში (MMT Hospital). გრიგოლ ნემსაძე 54 სამეცნიერო სტატიის ავტორი, წიგნის „სამედიცინო რადიოლოგია“ თანაავტორი და საქართველოს, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციების წევრია.