Magdana Tsirekidze, MD
ექიმი-რადიოლოგი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციების წევრი
About
მაგდა (მაგდანა) ცირეკიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგი, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა „ავერსის კლინიკასა“ და კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“. მან უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც კვალიფიკაცია თურქეთსა და დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში აიმაღლა. ექიმმა რადიოლოგიური პრაქტიკა 2008 წელს დაიწყო და წარმატებული კარიერის განმავლობაში 20 000-მდე პაციენტი ჰყავს გამოკვლეული უახლესი თაობის აპარატურაზე. იგი არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის (ESR) და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის (RSNA) სრულუფლებიანი წევრი, ასევე ორი სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი და სიმსივნური დაავადებების არაერთი საერთაშორისო კლინიკური კვლევის მონაწილე.