MMT ჰოსპიტალი
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი - წამყვანი უროლოგიური ჰაბი და ინოვაციური კლინიკა კავკასიის რეგიონში
About
MMT ჰოსპიტალი (ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი) არის ერთ-ერთი წამყვანი უროლოგიური, ონკოლოგიური და ქირურგიული კლინიკა საქართველოში, რომელიც პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ არის დაარსებული. ჰოსპიტალი აერთიანებს უროლოგიურ ჰაბს, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ და ულტრათანამედროვე რობოტული ქირურგიის ცენტრებს. იგი წარმოადგენს პირველ სამედიცინო დაწესებულებას კავკასიის რეგიონში, სადაც დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ურთულესი ოპერაციები ინოვაციური Toumai® რობოტული სისტემის გამოყენებით. ევროპული სტანდარტების მქონე კლინიკაში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, რაც მინიმალური ჩარევითა და მაღალი სიზუსტით უზრუნველყოფს პაციენტთა ეფექტურ მკურნალობასა და სწრაფ რეაბილიტაციას. ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას თბილისში, ასევე მის ფილიალებში ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.