DIRECTORY
T-

TIM - (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი)

თანამედროვე ევროპული მედიცინის პრინციპებზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური კლინიკა

About

თიმი (TIM) - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი წარმოადგენს დასავლური განათლებისა და გამოცდილების მქონე ექიმების მიერ დაფუძნებულ კლინიკას, რომელიც მჭიდროდ ეფუძნება თანამედროვე ევროპული მედიცინის პრინციპებს. 55 საწოლზე გათვლილი დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ ამბულატორიულ და 24-საათიან სტაციონარულ მომსახურებას, მათ შორის რეანიმაციასა და ინტენსიურ თერაპიას. კლინიკის წამყვანი მიმართულებებია კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოქირურგია, ნევროლოგია (ინსულტისა და ინფარქტის გადაუდებელი მკურნალობა), ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია და ზოგადი ქირურგია. თბილისის მედიცინის ინსტიტუტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აერთიანებს ზუსტ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიას, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების უმაღლესი სტანდარტით მიწოდებას.

TIM - (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) — Medspace