Vet CT
საქართველოში პირველი წვრილი ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრი
About
„Vet CT • ვეტ სითი“ წარმოადგენს საქართველოში პირველ ოფიციალურად დაარსებულ წვრილი ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრს, რომელიც კახა ბენდუქიძის კამპუსის ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მაღალ რეზოლუციას, შრეობრივ გამოსახულებასა და მთელი სხეულის 3D რეკონსტრუქციას რთული სადიაგნოსტიკო და ქირურგიული შემთხვევებისთვის. ის მჭიდროდ თანამშრომლობს კლინიკა „ვეტერინარიუმთან“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლასთან. აღნიშნული ცენტრი არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ვეტერინარებისთვის რადიოლოგიისა და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდების შესწავლაში.